13:12 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 17:56:30, 551 ნახვა

საზოგადოება
ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მთიან აჭარაში ტრენინგები მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტულად აქტიურ 10 სოფელში ტრენინგებს საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს უტარებს. - აღნიშნულ იფნორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

მათივე ცნობით, პროექტი, რომელშიც ტურისტული სააგენტოები და გიდებია ჩართული, ერთის მხრივ საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს ეხმარება გაამრავალფეროვნონ და დახვეწონ ტურისტებისთვის შესათავაზებელი სერვისები, მეორეს მხრივ კი სააგენტოებს, გიდებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებს შორის ურთიერთანამშრომლობას უწყობს ხელს.

ამასთანავე, ტრენინგები სოფლების ტურისტული პოტენციალის კვევებზე დაყრდნობით დაიგეგმა, რომლის შემდეგაც ერთობლივად მომზადებული ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები იგეგმება.

„პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან მასში გიდები, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებია ჩართული. ისინი ერთობლივად მუშაობენ, რომ მთიანი აჭარის 10 სოფელში გამოკვეთონ და განავითარონ  ძირითადი ტურისტული პროდუქტები, სერვისები რასაც ტურისტებს შესთავაზებენ. ეს კვლევებზე დაფუძნებულია პროცესია, რის მიხედვითაც ტურისტული პროდუქტების შექმნის, შეფუთვისა და გაყიდვის შესახებ დაიგეგმა ტრენინგები, ვორკშოფები და საველე გასვლები.  პროექტი ტურსგააგენტოებსა და გიდებს ეხმარება უკეთ გაიცნონ მთიანი აჭარა, თავადვე მიიღონ მონაწილეობა ტურისტული სერვისების დახვეწაში და ეს ყველაფერი სამომავლოდ მათ ტურისტულ შეთავაზებებში ასახონ, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics