15:36 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-28 18:09:02, 942 ნახვა

საზოგადოება
მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე - დასტურდება პოსტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირშია ციხეში წამების ფაქტთან

მას ისეთი ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნება, რომ სასამართლო პროცესზე ვერ წარდგეს, - ასე აფასებს ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტი, მარიამ ჯიშკარიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდოგარეობას.

როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განახცადა, მიხეილ სააკაშვილს  პოსტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი უდასტურდება, რაც კავშირშია ციხესა და სისტემაში არსებულ წამების ფაქტთან. 

„წინასწარი შედეგებით, რაც შეგვიძლია გითხრათ, დასტურდება პოსტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირში იმყოფება ციხეში და სისტემაში წამების ფაქტთან, ასევე არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა. იცით, რომ ეცეფალოპათიაზეა საუბარი, რომელიც შიმშილობის შედეგი გახლავთ. პაციენტი საჭიროებს სტაციონალურ მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას. სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, მას ისეთი ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნება, რომ სასამართლო პროცესზე ვერ წარდგეს. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თვითონ იღებს“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, ხვალ, 29 ნოემბერს ე.წ "პიჯაკების საქმეზე" მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics