02:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-20 14:30:24, 1360 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკო - ევროკავშირს ვუთხარი, რომ არ დავაკავებ მიგრანტებს საზღვარზე, ისინი არა ბელარუსში, არამედ მათ ქვეყნებში მიდიან

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, BBC-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ სრულიად შესაძლებელია, რომ ბელარუსის ძალები მიგრანტებს პოლონეთის საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარნენ. თუმცა ის უარყოფს, მიგრანტების საზღვართან მობილიზებასა თუ შეკავებაში მონაწილეობას.

„ჩვენ სლავები ვართ და გული გვაქვს. ჩვენმა სამხედროებმა იციან, რომ მიგრანტები გერმანიაში მიდიან. შეიძლება ვიღაც დაეხმარა მათ. ამ საკითხით არც კი დავინტერესდებოდი“, - აცხადებს ლუკაშენკო, BBC-სთან ინტერვიუში.

ევროკავშირი, ნატო და აშშ ბელარუსის ლიდერს მიგრანტების პოლონეთის საზღვართან მობილიზებასა და მათთვის ევროკავშირში მარტივად შესვლის ცრუ დაპირებაში ადანაშაულებს. ლუკაშენკო ამ ბრალდებას უარყოფს.

„მე  ვუთხარი ევროკავშირს, რომ არ ვაპირებ მიგრანტების საზღვართან დაკავებას და ამიერიდან თუ გააგრძელებენ საზღვართან მისვლას, მე მათ კვლავ არ შევაჩერებ, რადგან ისინი ჩემს ქვეყანაში კი არა, თქვენსაში მოდიან.

თუმცა მე ისინი აქ არ დამიპატიჟებია. და გულწრფელად რომ ვთქვა, არ მინდა რომ ისინი ბელარუსის გავლით გადაადგილდებოდნენ. დასავლეთმა შეწყვიტა ჩვენთან საუბარი და მუშაობა. თუ არ გინდათ კარგი, ამ პრობლემას ჩვენ უთქვენოდ მოვაგვარებთ“, - აცხადებს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი.

დასავლეთში ამტკიცებენ, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ მიგრანტები დასავლეთის საზღვარზე ცრუ დაპირებით ჩაიყვანა. ამ დროისთვის ბელარუსში 5 000-მდე მიგრანტი იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics