20:24 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 11:38:41, 545 ნახვა

საზოგადოება
„ავიცრათ ერთმანეთისთვის” კამპანიის ფარგლებში სოფლებში: ნახიდურსა და ტალავერში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „ავიცრათ ერთმანეთისთვის” კამპანიის ფარგლებში სოფლებში: ნახიდურსა და ტალავერში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

უწყების ცნობით, საქართველოს გაეროს ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას „ავიცრათ ერთმანეთისთვის“, რომლის ფარგლებშიც, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნახიდურსა და ტალავერში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. აქტივობები  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

შეხვედრებს უძღვებოდნენ სამედიცინო სფეროს მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებმაც მონაწილეებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე.

საინფორმაციო შეხვედრების დასრულების შემდეგ, სოფლებში მასობრივი ვაქცინაცია მოეწყო. ვაქცინაციის ფარგლებში, კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 53-მა მოქალაქემ გაიკეთა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics