01:15 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 10:26:09, 577 ნახვა

საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი: 600 დევნილ ოჯახს ზუგდიდში ბინები გადაეცემა

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს ბინებს გადასცემს. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, საცხოვრებელი ფართები ღიად და გამჭვირვალედ განაწილდა.

„600 დევნილ ოჯახს ზუგდიდში ბინები გადაეცემა. კომისიამ საცხოვრებელი ფართების განაწილების საკითხზე მუშაობა უკვე დაასრულა და დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბინებს გადავცემთ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი,  გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა.  ზუგდიდში,  პირადად შევხვდები ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ზუგდიდში (თბილისის ქ.N1) 18, 19 და 20 ნოემბერს, 10:00 საათიდან  18:00 საათამდე,  გაიმართება.

600 დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები უახლოეს მომავალში გადაეცემა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics