|
2021-11-12 12:37:23, 2634 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის უწყებაში ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ საფრანგეთის რესპუბლიკის გაერთიანებული შტაბის ევროატლანტიკური და ორმხრივი ურთიერთობების ხელმძღვანელს უმასპინძლეს. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ საზღვაო კაპიტან მატიე დუიეს საფრანგეთის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარებისთვის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. მათ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებაში ფრანგული მხარის წვლილი ხაზგასმით აღნიშნეს. შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და მომავალი წლის გეგმები დასახეს, რომელიც თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)