|
2015-02-03 12:24:43, 672 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ღია კონკურსის შედეგად შერჩეული ცხრა კანდიდატურა წარუდგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მან ანა ნაკაშიძის, მერაბ ქათამაძისა და აკაკი სიხარულიძის კანდიდატურები წარადგინა; მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე ელისო ასანიძის, რატი სხირტლაძისა და სიმონ ნოზაძის კანდიდატურები შესთავაზა; ხოლო მესამე ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, გიორგი ფრუიძის, სერგო შავგულიძისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები დაასახელა. შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)