10:21 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-08 14:07:51, 2398 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში 1–ელი დეკემბრიდან ე.წ მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება

საქართველოში 1–ელი დეკემბრიდან ე.წ მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება, – აღნიშნულის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა

"1–ელი დეკემბრიდან ე.წ მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი სრულად ვაქცინირებულია, ჩატარებული აქვს 72 საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. განვმარტავ, იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია კი იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ეს მოსაზრება. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის. პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთანავე, ღარიბაშვილმა ჩამოთვალა ის ობიექტები, სადაც ე.წ მწვანე პასპორტის მქონე მოქალაქეები შეძლებენ შესვლას.

„ეს ობიექტებია კვების ობიექტები, ასევე გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, ასევე საკონცერტო დარბაზები და ა.შ. ამის თაობაზე დეტალური ჩამონათვალი ჩვენი ბრიფინგის დასრულებისთანავე გავრცელდება. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე. კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები", – განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აფეთქებები ირანის შვიდ ქალაქში და სამ კუნძულზე დაფიქსირდა
ტრამპმა მხარი დაუჭირა ლინდსი გრემის კანონპროექტს, რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ“ სანქციებზე
უკრაინამ ბაშკორტოსტანში ბოლო მსხვილი ბენზინის მწარმოებელს და ყუბანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics