11:29 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-06 11:00:13, 650 ნახვა

საზოგადოება
სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანთაძემ გახსნეს.

„კატასტროფის რისკის მართვა, რომელიც თემის ჩართულობით ხორციელდება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების რისკების შემცირებაში, შესაბამისად, მნიშვნელოვანია სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება და მათი ცნობიერების ამაღლება. ამ მიმართულებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით,  გამოაცხადა კონკურსი - ,,შექმენი უსაფრთხო თემი”. კონკურსი ხელს შეუწყობს სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაინტერესებას და კატასტროფის რისკის შემცირების პროცესში მათ ჩართულობას“, - აღნიშნა თამარ ალადაშვილმა.

 

პროექტის ექსპერტებმა, სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, კატასტროფის რისკის შემცირებაში თემის როლისა და მონაწილეობის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის მიზანი ბუნებრივი საფრთხეების მართვის საკითხებში სათემო ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობაა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია როგორ უნდა შეიქმნას სწრაფი რეაგირების ჯგუფი სწორად, როგორ უნდა შეფასდეს რისკები და შემუშავდეს სწრაფი რეაგირების გეგმა. სამუშაო შეხვედრას 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics