11:30 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 15:02:12, 595 ნახვა

საზოგადოება
სოფელ რატევანში შიდა გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება

სოფელ რატევანში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში ობიექტზე გათვალისწინებულია  სანიაღვრე ქსელის მოეწყობაც.- ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 650 000 ლარს შეადგენს.

ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველი მოადგილე  ბუბა გობეჯიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კონსტანტინე კორძაძე გაეცნენ.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, ჩვენს სოფლებში  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. სოფელ რატევანში შიდა გზის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს და სულ მალე ადგილობრივები  კომფორტული გზით სარგებლობას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ სოფელში შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოები 2020 წელსაც განვახორციელეთ და ეს პროცესი სოფელში სამომავლოდაც გაგრძელდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics