11:29 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 12:52:31, 540 ნახვა

საზოგადოება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებინარში მონაწილეებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის სერტიფიკატი გადაეცემათ

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისა (EBRD) და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მხარდაჭერით ტრენინგებისა და ვებინარების ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანია პანდემიურ პერიოდში ტურიზმის აღდგენის მიმართულებით ტექნიკური დახმარება და გამოცდილების გაზიარება. ვებინარებს საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან.   

პირველი ვებინარის მთავარი თემა ინტერნეტ მარკეტინგი იყო. ონლაინ შეხვედრას ტურისტული კომპანიების, სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ვებინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა.   

შემდეგი ვებინარები კოვიდურ პერიოდში ახალი ტენდენციების მიმოხილვას, ტურების ორგანიზებას, ციფრული მენეჯმენტის უნარებს, ონლაინ ბიზნესსა და ონლაინ ვაჭრობას დაეთმობა.

ვებინარის მონაწილეებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის  აკადემიის სერტიფიკატი გადაეცემათ.

„სასიხარულოა, რომ ჩვენმა ერთობლივმა ინიციატივამ  დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია კერძო სექტორში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნული პროექტი წარმოადგენს თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს, რომელიც ორიენტირებულია ინდუსტრიის მხარდაჭერასა და შემდგომ გაძლიერებაზე.“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა.   

„ნამდვილად საინტერესო პროცესია და კერძო სექტორს გვეძლევა შანსი დავესწროთ ამ ვებინარებს, მოვუსმინოთ ძალიან საინტერესო ექსპერტებს, რომლებიც გამოცდილებას გვიზიარებენ, თუ როგორ უნდა გადაეწყოს ინდუსტრია პოსტკოვიდურ პერიოდში, როგორ მივიღოთ სტუმრები, როგორ ვუმასპინძლოთ და გავეცნოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას.“-განაცხადა „კავკასუს თრეველის“ დირექტორმა მაია კიკნაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics