11:29 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 11:43:53, 719 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილის მამა - დრო აღარ ითმენს! აიძულეთ მთავრობა მიშა გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი სახელმწიფოს გამოყოფილ ექიმებსა და ალტერნატიულ კომისიას მიმართავს და მოითხოვს, რომ მთავრობას სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა აიძულონ.

ნიკოლოზ სააკაშვილის განცხადებით, მისი შვილის მდგომარეობა კრიტიკულია.

"მდგომარეობა კრიტიკულია. დრო აღარ ითმენს! მოვითხოვ როგორც ექიმი, როგორც მშობელი და როგორც ქვეყნის პატრიოტი, დღესვე ჩაატარეთ საჯარო პრესკონფერენცია სახელმწიფოს გამოყოფილმა ექიმებმა ალტერნატიულ კომისიასთან ერთად და გააცანით საზოგადოებას პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დღესვე აიძულეთ მთავრობა მიშა გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში. გაფრთხილებთ და კოლეგიალურად მოვითხოვ", - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics