2021-11-05 10:53:41, 2463 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში პანდემიის პერიოდში კორონავირუსით 117 ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშით, 2021 წლის 1–ელი ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 6,4% ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არიან.
ანგარიშის მიხედვით, დაინფიცირებულ ჯანდაცვის მუშაკთა 72% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ცხელების, კოვიდ ან ონლაინ კლინიკების და სტაციონარის მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელია.
ამასთანავე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დაინფიცირებულ მედპერსონალს შორის 82% იყო ქალი, 18% მამაკაცი და ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში, იმერეთსა და აჭარაში გამოვლინდა.
ამავე ანგარიშის მიხედვით, პანდემიის პერიოდში კორონავირუსით 117 ჯანდაცვის მუშაკი გარდაიცვალა, რაც 0.3%–ს შეადგენს სამედიცინო პერსონალის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობიდან. გარდაცვლილთა შორის 40.2% მამაკაცი, 59.8% კი, ქალი იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,