13:57 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 13:32:10, 462 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზიამ ახალი ფილიალი გახსნა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით განმავითარებელი და ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზია „სამალავმა“ ახალი ფილიალი გახსნა. „სამალავი“ 1000-ზე მეტი დასახელების ქართულ და იმპორტირებულ ფუნქციურ სათამაშოს სთავაზობს მომხმარებელს. ბანკმა კომპანიის გაფართოების ხელშეწყობის მიზნით 35,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. პროექტის ჯამური ღირებულება 70,000 ლარს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ ქართული პროდუქციის დიდ ნაწილს ხის სათამაშოები წარმოადგენს, რომელიც არის სერტიფიცირებული და ეკოლოგიურად სუფთა ლაქ-საღებავებით დამზადებული.

“სამალავის“ სამომავლო მიზანი სათამაშოების საკუთარი ხაზის წარმოება და თბილისსა და ბათუმში ფილიალების დამატებაა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ახლახან ახალი ფილიალი გავხსენით და დღეს მომხმარებელს ორი ფილიალიდან ვემსახურებით“, - აცხადებს ევა მღებრიშვილი, „სამალავის“ დამფუძნებელი.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით კომპანია „სამალავი“ კიდევ უფრო ვითარდება. “საქართველოს ბანკისთვის” ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. მიგვაჩნია, რომ ასეთი ინიციატივების მხარდაჭერა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში. მინდა წარმატება ვუსურვო გუნდს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“, - აცხადებს საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, მერაბ ახვლედიანი.

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics