12:23 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 17:27:28, 1040 ნახვა

სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორი - პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, როდესაც ეს ხდება საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად, კანონიერია

პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, როდესაც ეს ხდება საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად, კანონიერი მიზნით, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად და იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად, კანონიერია. - ამის შესახებ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა "ექსპრესნიუსს" აცნობა. 

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების მხრიდან ყოველთვის არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობა წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავების, მათ შორის, გასაჯაროების ერთ-ერთ საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო პროცესში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე საზოგადოების ინფორმირება და საჯარო უწყების მიერ ასეთი სავარაუდო დარღვევების საპასუხოდ პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, როდესაც ეს ხდება საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად, კანონიერი მიზნით, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად და იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად, კანონიერია. " - წერია განცხადებაში.
 ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, ასევე, მედიასაშუალებებს, პატივი სცენ ადამიანების პირად ცხოვრებას და დაიცვან სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და მეორე მხრივ, საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე საზოგადოების ინფორმირების ლეგიტიმურ ინტერესს შორის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics