19:29 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 18:17:58, 552 ნახვა

საზოგადოება
იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში, მოსახლეობის ვაქცინაცია, ამჯერად იმერეთის რეგიონში მიმდინარეობს

იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში, მოსახლეობის ვაქცინაცია,  ამჯერად იმერეთის რეგიონში მიმდინარეობს. 

მარათონის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილი მობილური ბრიგადები სოფლის მოსახლეობის აცრის პროცესში აქტიურად იღებს მონაწილეობას და მათ, ვისაც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლა არ შეუძლია, სახლში ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ.

მოქალაქის ბინაზე აცრის პროცესს  დაესწო  ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და   სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე.

პროექტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის  ინიციატივით ხორციელდება. 

მარათონში მონაწილეობას იღებენ სოფლის ექიმები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის

წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული  მხარეები.
ვაქცინაციის მარათონში 49 სოფელია ჩართული. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics