23:31 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 15:05:25, 1075 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის რიაზანის ოლქში, დენთის საწარმოში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა

 რიაზანის ოლქის შილოვსკის რაიონში მდებარე დენთის საწარმოში აფეთქება მოხდა, აღნიშნული მომენტის ამსახველი ვიდეოს რუსული მედია ავრცლელებს.

კადრებზე ჩანს აფეთქება და შემდეგ ხანძარი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 16 ადამიანი. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე იყო, ის საავადმყოფოში გადაყვანეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ტექნიკური პროცესის დარღვევა გახდა .

როგორც ქარხნის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი , საწარმო ექვსი წლის წინ გაკოტრდა და 2017 წლიდან არ ფუნქციონირებს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სახელოსნო ეკუთვნის კომპანიას, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოება-შენახვასა და საბრძოლო მასალის განადგურებას ეწევა.

ადგილზე სახანძრო- სამაშველო და სამედეიცინო ჯგუფები მუშაობდნენ. ადგილზე ასევე იმყოფებოდა  რიაზანის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ფილიპოვი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩუპრიანი .

საწარმოო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics