23:45 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-19 10:55:02, 522 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზაში პროფესიული დღე აღნიშნეს

62 გამარჯვებული ათამდე ნომინაციაში - საქართველოს რკინიგზაში პროფესიული დღე აღნიშნეს და რკინიგზელებს სხვადასხვა ჯილდო გადასცეს.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მენეჯმენტის წევრებთან ერთად, ხაშურსა და თბილისში გამარჯვებულებს სიგელები და სამკერდე ნიშნები პირადად გადასცა.

არსებული პანდემიის გამო, უკვე მეორე წელია რკინიგზელთა დღის მასშტაბური აღნიშვნა ვერ ხერხდება. მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის - საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა კომპანიის მრავალწლიანი ტრადიციაა. საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები - ეს წოდებების არასრული ჩამონათვალია. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ყოველწლიურად სპეციალური კომისია ასახელებს. საქართველოს რკინიგზაში იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს თანამშრომლებს პროფესიულ წარმატებას მასშტაბურ ღონისძიებაზე მიულოცავენ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics