02:18 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-14 14:39:27, 672 ნახვა

საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააკაშვილზე მეუფეების განცხადებები საპატრიარქოს პოზიცია არაა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ზოგი სასულიერო პირის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელმოწერა არ წარმოადგენს საპატრიარქოს  საერთო პოზიციას. ამის შესახებ მან მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე გამართული წირვის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„საპატრიარქოს პოზიცია არაა არცერთი ის განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ. სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, დღეს ითხოვთ, რომ საპატრიარქომ პოლიტიკური რაღაცა...ზოგჯერ გვიწევს ხოლმე პოლიტიკურ პროცესებში ჩარება, ციხეში მაღალი იერარქებიც იყვნენ, სხვებიც იყვნენ, ოჯახის წევრებიც იყვნენ, პატრიარქის მდივანიც იყო. ჩვენ სულ დავდივართ ციხეებში", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებისთვის შექმნილ პეტიციას ხელი რამდენიმე სასულიერო პირმა მოაწერა. მათ შორის არიან, ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ,მიტროპოლირმა ნიკოლოზ  ფაჩუაშვილმა, შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებ კიკვაძემ დეკანოზმა თამაზ ლელომიძემ და დედა სიდონიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics