16:21 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-27 20:26:42, 732 ნახვა

საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.  ამჯერად ცესკოს თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას შეხვდა და 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური აცხადებს.

მათი თქით, შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაცია და არჩევნებისთვის მზადების პროცესი. "კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გაზრდილი რაოდენობის ფონზე ცესკოს სხდომებზე გადაწყვეტილებები მაღალი ჩართულობითა და მხარდაჭერით მიიღება, რაც საარჩევნო პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო საკითხია. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ სიახლეებზე,  რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე, მათ შორის ვიდეოფიქსაციასა და კრწანისის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ საპილოტე პროექტზე, რომელიც ხმის მიცემის და დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2 ოქტომბრის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის შეხვედრა  27 სექტემბერს დისტანციურად გაიმართა."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics