21:06 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-22 20:22:09, 1144 ნახვა

მსოფლიო
აშშ განვითარებად ქვეყნებს „ფაიზერის“ ვაქცინის 500 მილიონ დოზას გადასცემს

აშშ განვითარებადი ქვეყნებისთვის "ფაიზერის" ვაქცინის 500 მილიონი დოზის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულის შესახებ  ინიციატივას აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი  ამ კვირაში, ნიუ იორკში  გაეროს გენერალური ასამბლეის  პარალელურად მიმდინარე COVID-19-ის ვირტუალურ სამიტზე წამოყენებს.

 როგორც ექპსერტები  აცხადებენ, "განვითარებად" ქვეყნებში შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაცია, რაც საერთო შედეგზე აისახება. როგორც სხვადასხვა კოვიდპლათფორმა ვრცელებს ინფორმაციას, პანდემია დასრულდება თუ  მსოფლიო მოსახლეობის მინიმუმ 70 %- აიცრება, ამისათვის კი 11 მილიარდი დოზაა საჭირო. აშშ-ს მსოფლიოსთვის ჯამში მილიონი დოზა ექნება გაცემული. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას 2021 წლის დასასრულისთვის სურდა, რომ თითოეულ ქვეყანაში 40%-იანი აცრის მაჩვენებელი ყოფილიყო. ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მაღალშემოსავლიან ქვეყნებს მინიმუმ ერთი დოზით მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჰყავთ აცრილი, მაშინ , როდესაც დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მოსახლეობის მხოლოდ ორმა პროცენტმა შეძლო პირველი დოზის მიღება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics