22:01 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 11:11:48, 424 ნახვა

საზოგადოება
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სეტყვით მიყენებელი ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

დიმიტრი ბარაბანს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავალის 75 % გაუნადგურა. ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას,  42,000 ლარს მიიღებს.  მან  სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50 % თანადაფინანსება მიიღო. 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის მის მიერ გადახდილი თანხა 3,187 ლარს შეადგენს; 3,187 ლარია (50 %) სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობაც. 

სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგის“ აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი ივანე ბუჯიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში იმყოფებოდნენ,  სადაც სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერს, დიმიტრი ბარაბანს  შეხვდნენ და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერეს. 

„წლიდან წლამდე იზრდება აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა, შესაბამისად მზარდია დაზღვეული ფართობებიც.   მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ სახელმწიფო ახდენს სადაზღვევო პოლისის ღირებულების 70% -ის, ხოლო ვაზზე 50%-ის თანადაფინანსებას.“  - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა  ნატალია ხარატიშვილმა 

ირაკლი შიოშვილის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ მევენახე ფერმერს, რომელიც სახელმწიფო აგროდაზღვევის მოსარგებლეა, ზარალი აუნაზღაურდა, ის ასევე მიიღებს ერთჯერადი დახმარების თანხას. 

 „კახეთში ,ძლიერი სეტყვასთან დაკავშირებით,  სადაზღვევო კომპანიაში „ალდაგი“ 1200-მდე შეტყობინება შემოვიდა,  ყველა შემოწმებულია და  პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, კომპენსაციების გაცემა“   -აღნიშნა  სადაზღვევო კომპანიის „ალდაგის“ აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერმა,  ივანე ბუჯიაშვილმა 

სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics