10:25 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 17:21:05, 1501 ნახვა

მსოფლიო
აპატურაი: ნატო-ში ბევრი რამ არ ხორციელდება იმ ტემპებით, როგორც საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულებისთვის მუშაობა მიდის

 "ნატო-ში ბევრი რამ არ ხორციელდება იმ ტემპებით, როგორც საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულებისთვის მუშაობა მიდის",-ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც აპატურაიმ აღნიშნა, საწვრთნელი ცენტრის განთავსების ადგილთან დაკავშირებით, მომავალ თვეში  საქართველოს ნატო-ს ექსპერტები ეწვევიან, რომლებიც ქართულ მხარეს რჩევებს მისცემენ. თუმცა, აპატურაის თქმით, ცენტრის განთავსების ადგილზე საბოლო გადაწყვეტილება, თავად საქართველომ უნდა მიიღოს. აპატურაის შეფასებით, საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულებისთვის მუშაობა  სწრაფი ტემპით მიდის.
"ხანდახან, დიპლომატები ამბობენ, რომ იმპლემენტაცია დაწყებულია და სინამდვილეში ეს ასე არაა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მართლაც დავიწყეთ პაკეტის შესრულება. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ წვლილით, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შეაქვთ  პაკეტის შესრულების საქმეში. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მინისტერიალზე ვთქვათ, რომ გვაქვს პროგრესი. გენერალური მდივნის მოადგილემ დაათვალიერა ერთი შესაძლო ადგილი, სადაც შეიძლება განთავსდეს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. ჩვენ დამატებით მომავალ თვეში ვაგზავნით ექსპერტებს. უნდა გითხრათ, რომ ნატოში ბევრი რამ არ ხორციელდება იმ ტემპებით, როგორც საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულებისთვის მუშაობა მიდის. საბოლოო გადაწყვეტილებას საწვრთნელი ცენტრის ლოკაციის შესახებ საქართველო მიიღებს. ეს არის საქართველოს ტერიტორია. ექსპერტები დაეხმარებიან ადგილზე ქართული მხარის წარმომადგენლებს, მისცემენ რჩევებს. გენერალურმა მდივანმა დაათვალიერა ერთი შესაძლო ვარიანტი. ახლა, რამდენიმე კვირაში, საქართველოში ნატო-ს ექსპერტები ჩამოვლენ და ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას საქათველო მიიღებს",-განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ამ ინტერვიუს მხოლოდ ფრაგმენტი აჩვენეს, ვრცელი ინტერვიუ კი, დღეს "მოამბის " მთავარ გამოშვებაში გავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან.
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics