19:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-11 18:29:14, 754 ნახვა

მსოფლიო
გაეროს ბირთვული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ამ კვირაში თეირანში მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება

 გაეროს ბირთვული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ამ კვირაში გაემგზავრება თეირანში მოლაპარაკებებისთვის, რომელმაც  შეიძლება შეამსუბუქოს დაპირისპირება ირანსა და დასავლეთს შორის.-ინფორმაციას  “Reuters”-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სამმა დიპლომატმა, რომლებიც მჭიდროდ ადევნებენ თვალს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, განუცხადეს რომ გროსიმ მოგზაურობა დაასრულებს მომავალ კვირას საერთაშორიოს ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) 35 – კაციანი მმართველთა საბჭოს შეხვედრამდე.  მათივე ცნობით, ის კვირას ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელს, მოჰამედ ესლამის შეხვდება.

IAEA- მ და ირანის წარმომადგენელმა სააგენტოში მოგვიანებით დაადასტურეს აღნიშნული ინფორმაცია.

"გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი შეხვდება ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს და AEOI- ს ხელმძღვანელს, მოჰამედ ესლამის კვირას თეირანში",-ნათქვამი  საერთაშორის ატომური ენერგიის სააგენტოს განცხადებაში.

IAEA– მა წევრ ქვეყნებს განუცხადა,რომ აუცილებელია აღდეს სასწრაფო წვდომა მონიტორინგის ზოგიერთ მოწყობილობაზე, რათა სააგენტომ გააგრძელოს ირანის ბირთვული პროგრამის ნაწილების თვალყურის დევნება. როგორც ეს გათვალისწინებულია 2015 წლის გარიგებით. 

2015 წლის ირანისა და დასავლეთის ძალების შეთანხმების თანახმად, თეირანი დათანხმდა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული საქმიანობის შეზღუდვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics