10:40 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 13:12:21, 543 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ მაცუმოტოში გაიმართა

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge" დირექტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და ცნობილი იაპონელი სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ.

ნაგანოს პრეფექტურა, სადაც მდებარეობს ქალაქ მაცუმოტო, ღვინის მოხმარებით მე–3 ადგილზეა იაპონიაში.

ქართული ღვინო ნაგანოში პირველად იყო წარმოდგენილი და მისი მიზანი მომხმარებლებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ღვინით ვაჭრობის ბაზარზე გაყიდვების ხელშეწყობა იყო. დეგუსტაციას რესტორნების, ღვინის ბარების, სასტუმროების ქსელების 35 წარმომადგენელი დაესწრო.

კენიჩი ოჰაშის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია საქართველოს ისტორიის, ვაზის ადგილობრივი ჯიშებისა და ღვინის დაყენების მეთოდების მრავალფეროვნებას, ასევე ქართული ღვინის იაპონურ სამზარეულოსთან შეხამების გამოცდილებას მოიცავდა.

დეგუსტაციაზე სულ 7 ღვინო იყო წარმოდგენილი, როგორც ევროპული სტილის, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics