19:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 19:37:22, 697 ნახვა

მსოფლიო
„თალიბანის“ განცხადებით, ავღანეთში შარიათის კანონები ამოქმედდება

მოძრაობა „თალიბანის“ ლიდერის ჰაიბათულა ახუნდზადას განცხადებით, ავღანეთში შარიათის კანონები ამოქმედდება.

„მომავალში მმართველობის ყველა საკითხი და ცხოვრების წესი ავღანეთში დარეგულირდება წმინდა შარიათის კანონებით“ - ნათქვამია მოძრაობის ლიდერის განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

„ჩვენ გვინდა ძლიერი და ჯანსაღი ურთიერთობა ჩვენ მეზობლებთან და სხვა ქვეყნებთან, რომელიც დაეფუძნება პატივისცემასა და ურთიერთთანამშრომლობას. ჩვენი ურთიერთობა ამ ქვეყნებთან იქნება დაფუძნებული ავღანეთის ინტერესებსა და მოგებაზე. ჩვენ ვემხრობით ყველა საერთაშორისო კანონსა და შეთნხმებას, რეზოლუციას და ვალდებულებებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ისლამურ კანონებს და ეროვნულ ფასეულობებს“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მისივე თქმით, „ისლამური ემირატი“ ეფექტურ და სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს ადამიანის უფლებების და უმცირესობების ჯგუფების დასაცავად ისლამის რელიგიის მოთხოვნათა ფარგლებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics