|
2021-09-02 14:38:30, 432 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერობისა და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას ჭავჭავაძის გამზირზე შეხვდნენ
ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მოსახლეობას შეხვდნენ. კანდიდატები ადგილობრივ მცხოვრებლებს დედაქალაქში, ასევე, კონკრეტულად ვაკის რაიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრნენ. თბილისის მერის განცხადებით, მის გუნდს აქვს დედაქალაქის სწორი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გრძელვადიანი ხედვა. მისივე თქმით, ყველა რეფორმა და პროექტი, როგორც ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში ხდებოდა, სწორედ ამ ხედვის შესაბამისად განხორციელდება. „მე ვიცი, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს შორის ზოგი მტკივნეული იყო, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია. მთავარია, ვიცოდეთ, რომ ეს არის სწორი გზა და ის, რაც აუცილებლად სჭირდება თბილისს სწორი განვითარებისთვის, კონკრეტული პროექტებისა და რეფორმების სახით", - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც გიორგი ტყემალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატობა მისთვის პასუხისმგებლობასთან ერთად განსაკუთრებულ მოტივაციასაც წარმოადგენს. „ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თქვენ წინაშე დგომა, როგორც ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის. თუმცა პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს არის მოტივაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უბანი, სადაც ვცხოვრობ, სადაც მყავს უამრავი მეგობარი, მეზობელი, ნათესავი. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ქალაქისთვის და ერთ-ერთი მთავარი მათ შორის ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. შეხვედრა ჭავჭავაძის გამზირის #50-ში, კოკა კლდიაშვილის სახელობის სკვერში გაიმართა. კახა კლაძის მერობის პერიოდში, აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები 900 კვ.მ. ფართობზე განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა საბავშო ატრაქციონები, ასევე განათებისა და სარწყავი სისტემები; რბილ საფარზე მოეწყო ახალი საბავშვო მოედანი; განთავსდა დასასვენებელი პავილიონი და სხვა ურბანული ავეჯი; მოიჭრა გამხმარი ხეები და ახალი ნარგავებით ჩანაცვლდა; დაითესა ბალახი; შშმ პირებისთვის მოეწყო პანდუსი. პროექტის ღირებულება 117 000 ლარია. ღონისძიებას ესწრებოდნენ კახა კალაძის შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში.
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)