16:44 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-30 14:36:32, 822 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია ტრანსპორტის აღდგენაზე - შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს

შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით, სიტუაცია არის საკმაოდ რთული, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რამდენად შესაძლებელია 4 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა.

როგორც გაბუნიამ განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, თუმცა მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით ის შეზღუდვები, რაც არსებობს, ისე გაგრძელდება.

„შემსუბუქების საფუძველი არანაირი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია არის საკმაოდ რთული, კლინიკები გადატვირთულია. ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია, უნდა აღსრულდეს მაქსიმალური სიმკაცრით.

საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით საბჭო იმსჯელებს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით შეზღუდვები ის, რაც გვაქვს და როგორც არის დაანონსებული, ისე გაგრძელდება.

საბჭო იმსჯელებს და იქნება გადაწყვეტილება, ვერ გეტყვით ზუსტად როდის იქნება“, - განაცხადა გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics