18:59 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-27 20:20:09, 696 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე- ორსულებში „დელტა“ შტამი უფრო აგრესიულია

სანამ „დელტა“ შტამი გავრცელდებოდა, მანამდე ორსულებს შორის სიკვდილიანობა ნაკლები იყო. ორსულებში „დელტა“ შტამი უფრო აგრესიულია, უფრო მძიმეა.-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თემგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ორსულობა გარკვეული ძვრებს იწვევს ორგანიზმში, იმუნურ სისტემაში,სწორედ ამიტომ ისინი ძალიან მოწყვლადი ჯგუფი.

„სერიოზული პრობლემაა დღეს ორსულებს შორის გარდაცვალების შემთხვევები. რამდენადაც ვიცი, 13 ორსულია გარდაცვლილი. სანამ „დელტა“ შტამი გავრცელდებოდა, მანამდე ორსულებს შორის სიკვდილიანობა ნაკლები იყო. ორსულებში „დელტა“ შტამი უფრო აგრესიულია, უფრო მძიმეა, მაგრამ რამე განსაკუთრებული მოულოდნელობა არაა, როცა არის ქვეყანაში გარდაცვალების 7 ათასი შემთხვევა, ორსულიც ადამიანია, 13 გარდაცვლილ ორსულს, სამწუხაროდ, ვერ ავიცილებდით თავიდან.

რა თქმა უნდა, ორსული უფრო მოწყვლადია, მას უფრო მეტი აქვს დამძიმების რისკები, თვითონ ორსულობა გარკვეული ძვრებს იწვევს ორგანიზმში, იმუნურ სისტემაში, თავად ორსულობა დატვირთვაა ორგანიზმის, ცნობილია, რომ ნებისმიერი თანმხლები დაავადებებით ან დატვირთვების მქონე პაციენტებში დაავადება უფრო მძიმედ ვითარდება. სწორედ ამიტომ მყისიერად გააკეთა ჯანდაცვის სექტორმა რეაგირება და შექმნილია სპეციალური გუნდი, სპეციალური სამსახური ინფექციონისტების, რეანიმატოლოგების და მეანგინეკოლოგების მონაწილეობით, რომლებიც სპეციალურად ფოკუსირებული არიან ორსული კოვიდპაციენტების მართვაზე“, - განაცხადა ცერცვაძემ 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics