19:00 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-27 18:29:27, 471 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია - ყველა რესურსი მობილიზებულია, რომ მევენახეებმა ყურძნის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ოთარ შამუგია დღეს, კახეთში სეტყვით დაზარალებულ მევენახეებს რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეხვდა და პირადად მოინახულა დასეტყვილი ვენახები. შეხვედრებში მონაწილეობდნენ კახეთის გუბერნატორი - ირაკლი შიოშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსო - ლერი ბარნაბიშვილი.

ოთარ შამუგიამ, სოფელ აკურაში შეკრებილ მევენახეებს განუმარტა, რომ სახელმწიფო სრულ მზადყოფნაშია, დასეტყვილი ყურძნის შეუფერხებლად დასაბინავებლად.

მინისტრის მოადგილე, სოფელ აკურაში სახელმწიფო საწარმოს ყურძნის მისაღებად მზადყოფნას გაეცნო. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" დღეიდან მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება გადამუშავებისთვის.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics