|
2021-08-24 12:38:39, 1017 ნახვა
საზოგადოება
ისრაელმა საქართველო „წითელი“ ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ“ ქვეყნებში გადაიყვანა
ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე გადაწყვეტილება ძალაში 1–ელი სექტემბრიდან შევა. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1 სექტემბრიდან“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)