22:17 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-23 14:14:14, 385 ნახვა

საზოგადოება
შმერლინგის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, რენე შმერლინგის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის  ფარგლებში, 4 925 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფეენიანი საფარი დაიგება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„საბურთალოს გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.  სამუშაოები ამჯერად, შმერლინგის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში, გრუნტიანი გზა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

აღნიშნული სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია „ლ ენდ ლ“ ასრულებს, საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 350 000 ლარი გამოიყო.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics