14:15 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-23 10:32:20, 904 ნახვა

მსოფლიო
ისრაელი მიიჩნევს, რომ „ფაიზერის“ მესამე დოზა დაინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს

ფაიზერის“ მესამე დოზამ ვირუსისგან და მძიმე დაავადებისგან დაცვა 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავცელებს.

როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, 60 წელს ზემოთ  ასაკის ადამიანებს შორის ინფექციისგან დაცვა მესამე დოზის მიღებიდან 10 დღის შემდეგ ოთხჯერ მეტი იყო ვიდრე ორი დოზის შემდეგ.  კვლევის მიხედვით, 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები ვაქცინის მესამე დოზის მიღებიდან 10 დღის შემდეგ 5-6-ჯერ უფრო დაცულები აღმოჩნდნენ.

ისრაელმა 60 წელს ზემოთ პირების მესამე დოზით აცრა 30 ივლისს დაიწყო. ასაკობრივი ზღვარი 40 წლამდე დაწია. ამასთან, მესამე დოზით ვაქცინირების საშუალება მიეცათ ორსულებს, მასწავლებლებსა და მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლებს. მესამე დოზა მოქალაქეებს მეორე დოზის მიღებიდან სულ მცირე 5 თვის გასვლის შემდეგ უკეთდებათ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics