|
2021-08-20 15:32:41, 760 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე-ორსულები უნდა აიცრან, რადგან აცრა იცავს მათ
ბევრი ჩემი კოლეგა სამწუხაროდ, არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრებს, არადა აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან. დღეს არის „ფაიზერის“ შესაბამისი მარაგი, რომ ისინი აიცრან. აუცილებელია, რომ ისინი აიცრან, რადგან აცრა იცავს მათ- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობთ ორსულებისთვის სამი ვაქცინაა დაშვებული ეს არის „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“. „სამწუხაროდ, დედათა, ორსულთა სიკვდილობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია ქვეყნისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარების. კოვიდის პერიოდში, სამწუხაროდ, ორსულთა გარდაცვალების შემთხვევებმა მოიმატა და ჩვენც გვაქვს საქართველოში. რატომ დაგვიანდა ორსულთა აცრა? ორსულთა აცრები ჯერჯერობით, მხოლოდ 3 ვაქცინითაა დაშვებული. ეს არის „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და იქაც გაფრთხლებაა, რომ უნდა იყოს შეთანხმება ორსულს, ექიმსა და ოჯახს შორის. უნდა აეხსნას კარგად, რომ სწორედ აცრა იცავს. ჩინურ ვაქცინებს ჯერჯერობით, უწერია, რომ არის ინაქტივირებული ვაქცინა. ზოგადად, ინაქტივირებული ვაქცინები კეთდება ორსულებში, არა კოვიდის, არამედ საერთოდ ამ პრიცნიპზე დამყარებული. მათ მაინც უწერიათ, რომ კვლევები არ არის ჩატარებული და წინააღმდეგ ჩვენებაშია, ამიტომ ჩვენ ორსულებს ჩინური ვაქცინით ვერ ავცრიდით. მოგეხსენებათ, „ფაიზერის“ მნიშვნელოვანი დოზები ქვეყანაში შემოვიდა ივლისში, ამიტომაც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავიწყეთ ორსულთა აცრები და „ასტრაზენეკაზე“ თქვენ იცით, რომ ქვეყანაში დაწესებულია ასაკობრივი ზღვარია 45 წელი. ამიტომაც ეს ორი ფაქტორია, რატომ გვიან და ასევე, ძალიან დიდი სიფრთხილეა ჩემი კოლეგა მეან-გინეკოლოგებისა და ორსულების. ბევრი ჩემი კოლეგა სამწუხაროდ, არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრებს, არადა აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან. დღეს არის „ფაიზერის“ შესაბამისი მარაგი, რომ ისინი აიცრან. აუცილებელია, რომ ისინი აიცრან, რადგან აცრა იცავს მათ. ორსულობისას მომატებული რისკია ყოველგვარი ინფექციური დაავადების და მათ შორის კოვიდისაც. იცით, რომ გრიპზე ორსულთა აცრა აუცილებელია და ჩვენ მაქსიმალურად ვცრით. აუცილებელია, რომ ისინი აიცრან, ამ შემთხვევაში, „ფაიზერით“ და მინდა მოვუწოდო ორსულ ქალბატონებს, რომ აუცილებელია მათი აცრა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)