05:20 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 21:41:40, 599 ნახვა

საზოგადოება
აკაკი წერეთლის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ აკაკი წერეთლის სახელობის პარკის სრული რეაბილიტაცია დაასრულა. -ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს

 მათი ცნობით, სამუშაოები, დაახლოებით, 10 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი, კახა კალაძე გაეცნო.

„დიდუბის რაიონში მორიგი საპროექტო სამუშაოები დასრულდა. ეს არის „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, ე.წ. წერეთლის სკვერი, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და მისი სრული განახლება მოხდა. დენდროლოგია მთლიანად შეიცვალა და მოწესრიგდა. ასევე, სარწყავი და განათების სისტემები შეიცვალა და შეიქმნა კიდევ ერთი ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე. არსებული ტერიტორია, დაახლოებით, 10 000 კვ.მ-ია. მოქალაქეებს აქვთ საშუალება, ჩამოვიდნენ და დაისვენონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპარკე კულტურა შემოდის და მათით ყველა ასაკის ადამიანი სარგებლობს. მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი მიზანი და ამოცანა იქნება, რომ მსგავსი სივრცეები ყველა რაიონსა და უბანში განახლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„პარკის ტერიტორიაზე მოეწყო დეკორატიული ბილიკები, გარე განათების სისტემა, საჩრდილობლები, დამონტაჟდა საპარკე ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები - დაიგო რულონური ბალახი, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ამასთან, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, პარკში განთავსდება ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები, რომლითაც ტერიტორიის კონტროლი 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

აკაკი წერეთლის სახელობის პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 903 600 ლარს შეადგენს. სამუშაოები კომპანია „არბამ“ განახორციელა.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე დიდუბის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე იმყოფებოდნენ. „-ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics