14:16 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 11:38:29, 1310 ნახვა

კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი - საწოლფონდი შეზღუდულია, ვერ შევაგროვებთ იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც არ გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საწოლფონდის რესურსი შეზღუდულია და ჯანდაცვის სექტორს არ შეუძლია იმ საწოლების მობილიზება, რომელიც ფიზიკურად არ აქვს.

მიისტრმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს და საზოგადოებას მიმართა დახმარებისა და მორჩილების თხოვნით, რათა ვირუსი გახდეს მეტად მართვადი და არ იყოს კოლაფსი.

 „საწოლფონდებთან დაკავშირებით ჩვენ არა მხოლოდ მეოთხე ტალღაზე, არამედ პირველი ტალღიდან დაწყებული ვამბობთ, რომ ეს რესურსიც არის შეზღუდული და ჩვენ ვერ შევაგროვებთ, ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად არ გვაქვს ან რომელ საწოლებსაც ექიმები ვერ მოემსახურებიან. ესეთი საწოლები არსებობს ბინაში და ჯანდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა, ვერ გააკეთებს იმ შეუძლებელს, რაც დღევანდელი არსებული რესურსით, საქართველოში შეუძლებელია.

ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის კრიტიკა, ან დროულად არ მოვემზადეთ, საკმარისად არ მოვემზადეთ, გავაკეთეთ ანალიტიკა და შევადარეთ ჩვენი მობილიზებული საწოლები სხვა ქვეყნებში მობილიზებულ საწოლებს, რასთან მიმართებაშიც გამოიკვეთა, რომ 100 000 მოსახლეზე ჩვენ გვაქვს მობილიზებული 3-ჯერ მეტი საწოლი, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებს აქვთ გაკეთებული. ამიტომ, მე ვთვლი, რომ იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს და მის ყველა უწყებას შეიძლება ჰქონდეს, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ვთხოვთ საზოგადოებას დახმარებას და მორჩილებას, რათა ეს ვირუსი გახდეს მეტად უფრო მართვადი და არ იყოს კოლაფსი“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics