11:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-07 11:24:27, 2157 ნახვა

სამხედრო
შავ ზღვაში ქართველი და რუმინელი სპეციალური ოპერაციების ძალების ერთობლივი სწავლება გაიმართა

შავ ზღვაში საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებმა კომბინირებული საზღვაო სწავლება შავ ზღვაში პირველად გამართეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სწავლებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფიც იყო ჩართული.

„იმიტირებული სცენარის მიხედვით, უცხო ქვეყნის გემმა, რომელზეც სავარაუდოდ უკანონო შეიარაღებული ჯგუფი იყო განთავსებული, საქართველოს ტერიტორიული წყლები დაარღვია. ქართველმა და რუმინელმა სპეციალური ოპერაციების ძალებმა კი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფთან ერთად აბორდაჟის ერთობლივი ოპერაცია განახორციელა.

ერთობლივი სწავლება საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გამყარებას ისახავდა მიზნად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics