2021-08-05 14:22:07, 1759 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით მედპერსონალის 46%-ია აცრილი
საქართველოში, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით მედპერსონალის 46%-ია აცრილი.
აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
„46% არის აცრილი, აქედან ყველაზე მეტი არის ექიმი და ეს გასაგებიც არის, რადგან ექიმები კარგად აღიქვამენ, თუ რა მნიშვნელობა და დაცვა აქვს აცრას. იმ ბაზაში მყოფი ექიმების 64% ერთჯერადი აცრით აცრილია, შემდეგ მოდის არასამედიცინო პერსონალი 45%, ექთნები 34% და ყველაზე ნაკლები გვაქვს 21% უმცროსი სამედიცინო პერსონალი, სანიტრებს რომ ვეძახით. ამიტომ, აქ რა თქმა უნდა მეტი მუშაობაა საჭირო იმიტომ, რომ სამედიცინო პერსონალი მაგალითია ყველასთვის", - განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან