2021-08-05 13:53:14, 1235 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - ახლა ვართ პიკის ფაზაში, დაახლოებით 10 აგვისტოდან მოსალოდნელია შემთხვევების კლება
ახლა ვართ პიკის ფაზაში, დაახლოებით 10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგე განაცხადა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1.3%-1.4%-ის ფარგლებში ნარჩუნდება.
„ჩვენი სცენარი და პროგნოზი ემყარება ისევ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ჩატარებულ შეფასებებს. ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, დაახლოებით 10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს. სიკვდილიანობის მაჩვენებელს ვინარჩუნებთ 1.3%-1.4%-ის ფარგლებში, ამდენად ეს არის ის მათემატიკა, რაც შემიძლია დღეს გაგიზიაროთ, პანდემიასთან მიმართებაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან