13:31 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-27 11:34:25, 1187 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ეპიდვითარება გაუარესებულია, იმაზე მეტი ინფიცირება გვაქვს, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდვითარება გაუარესებულია.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, საქართველოში ამჟამად მეტი ინფიცირების შემთხვევაა, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე.

„საქართველოში ეპიდვითარება გაუარესებულია, დღეს გვაქვს ახალი 3 666 შემთხვევა, 25 844 გვაქვს აქტიური შემთხვევა, გვაქვს 17 სიკვდილი, მთლიანად სიკვდილიანობის პროცენტი 1.4-ის ფარგლებშია, ყველა მაჩვენებელი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, სამწუხაროდ, გაუარესებულია. ანუ ჩვენ, ახლა მეტი გვაქვს უფრო ინფიცირება, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე, მაისში და ვართ 50-60%-მდე, რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. განსხვავება ერთია, რომ მეორე ტალღის დროს არ იყო ხელმისაწვდომი ვაქცინები, დღეს გვაქვს საშუალება, რომ მოსახლეობა ავცრათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics