18:33 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-21 19:46:39, 1165 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტამ“ საპრივატიზაციოდ გამოიტანა შვილობილი კომპანიის შპს „ჯორჯიან კარგო“- ს 51%-იანი წილი

„საქართველოს ფოსტამ“ საპრივატიზაციოდ გამოიტანა შვილობილი კომპანიის შპს „ჯორჯიან კარგო“- ს 51%-იანი წილი, სადაც განმსაზღვრელი გახლავთ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია.

კომპანიის გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, „საქართველოს ფოსტაში“, რომლის ძირითად ფუნქციას საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენს, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საწარმოს კომერციალიზაციისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

 ამ მიზნით, საწარმოს სტრუქტურულ ცვლილებასთან ერთად, უკვე მომზადდა საინვესტიციო პაკეტი, რომელიც „საქართველოს ფოსტაში“ შემავალ ცალკეულ ბიზნეს მიმართულებებს შეეხება.

„ჩვენი მიზანია, გავზარდოთ “საქართველოს ფოსტის“ კომერციული მიმზიდველობა და ელექტრონული აუქციონის მეშვეობით, მოვიზიდოთ ისეთი სტრატეგიული ინვესტორი, რომელიც სატერმინალო და საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებების დახვეწაში, მოდერნიზებასა და განვითარებაში დაგვეხმარება,“ - განაცხადა სს „საქართველოს ფოსტის“  გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

მისი თქმით, „საქართველოს ფოსტა“ მოქმედებს მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკით, რომლის მიხედვითაც წამყვანი საერთაშორისო საფოსტო ოპერატორები ცალკეული ბიზნეს მიმართულებების მეტი კომერციალიზაციის მიზნით ახორციელებენ საკუთარი აქტივების ნაწილობრივ პრივატიზებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics