|
2015-02-02 12:24:19, 696 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: ნებისმიერი პირი ვალდებულია გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება
ნებისმიერი პირი ვალდებულია გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავასა და კიდევ რამდენიმე პირის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, კანონის მოთხოვნაა, რომ გაუხსნელი საქმეების გახსნა მოხდეს. მისივე თქმით, ამ პროცესის პოლიტიზირება არ მოხდება. „ყველაფერზე მაღლა დგას კანონი და სამართლიანობის მოთხოვნა და ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, როგორ თანამდებობაზეც არ უნდა ყოფილიყო, ან შეიძლება დღესაც ასრულებდეს რაიმე მოვალეობას, ვალდებულია გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება. არავითარი პოლიტიზირება ამ პროცესის არ მოხდება. ეს არის კანონის მოთხოვნა, რომ ამ საქმეების, ამ უმძიმესი დანაშაულების გახსნა მოხდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დააკავეს. სავარაუდოდ, საგამოძიებო უწყებაშია შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი. პროკურატურაში ცოტა ხნის წინ ადვოკატი დარეჯან გელაშვილიც მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ირაკლი ფირცხალავას, ლევან ბეროძისა და კახა ნაკანის გარდა, დაკავებულია კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი- ჩაკვეტაია, ალელიშვილი და ჯაფარიძე.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)