15:02 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-20 14:14:26, 904 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ინდიკატორები გაუარესებულია, გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის მთავარი მოცემულობაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველა ინდიკატორი, რომელიც ქვეყანაში ეპიდვითარებას განსაზღვრავს, გაუარესებულია.

მისი თქმით, საქართველო ნარინჯისფერი ზონიდან წითელ ზონაშია გადასული, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა.

„ეპიდსიტუაცია რომ გაუარესებულია, ამაზე ინფორმაცია გაქვთ. დღეს იყო ამ საკითხებზე მსჯელობა საკოორდიაციო საბჭოზე, ყველა ინდიკატორი რაც ეპიდვითარებს ახასიათებს, გაუარესებულია. ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, 17 მაისს. ასევე დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს - ნოემბრის დასაწყისში, როცა მივდიოდით პიკისკენ. ამიტომ, ეს ძალზე საყურადღებოა, ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში, აქამდე ვიყავით ნარინჯისფერში, ახლა ვართ წითელ ზონაში. ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნეს მიღებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics