07:07 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 11:59:33, 937 ნახვა

სამართალი
„თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაზე დაკავებული 23 პირიდან 20 გაათავისუფლეს

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ღონისძიებაზე დაკავებული 23 პირიდან 20 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, სამი მათგანი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოათავსებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1-ელ ივლისს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით კინოჩვენება გაიმართა. ადგილზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, კერძოდ გურამ ფალავანდიშვილი, ალტ ინფოსა და ლევან ვასაძის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ სურდათ  „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებების ჩაშლა. 

„პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, ისინი ქვებს და კვერცხებს ისროდნენ. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics