|
2021-07-01 15:19:37, 1414 ნახვა
სამხედრო
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც ქართველმა გენერალმა რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან ნიკოლაე-იონელ ჩიუკასთან და რუმინელ კოლეგასთან, გენერალ-ლეიტენანტ დანიელ პეტრესკუსთან შეხვედრები გამართა. შეხვედრების დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს უსაფრთხოების და თავდაცვის რეფორმების განხორციელებაში. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაზე გაამახვილა ყურადღება და არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის საქმიანობაში რუმინული მხარის აქტიური ჩართულობა აღნიშნა. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო შავი ზღვის უსაფრთხოება, სადაც საქართველო, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი და ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი, აგრძელებს ალიანსთან სტრატეგიულ დიალოგს და პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებას. ამ მხრივ რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მზადყოფნა გამოხატა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის მიზნით უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა. „რუმინეთი გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების პროცესში მიღებული გამოცდილების შეთავაზებით", - აღნიშნა ნიკოლაე-იონელ ჩიუკამ. საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის ძალების მეთაურებმა კი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ იმსჯელეს და განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოსა და რუმინეთში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობა, სამხედრო განათლების მიმართულება და გამოცდილების გაზიარება სამხედრო წარმოების კუთხით. „ჩვენ მზად ვართ განვავითაროთ უკვე ტრადიციული ურთიერთობები, რომელიც გვაქვს საქართველოს თავდაცვის ძალებთან, ჩვენს სანდო პარტნიორებთან კავკასიაში. რუმინელი და ქართველი სამხედროები ესწრებიან ერთობლივ წვრთნებს სახმელეთო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალების სფეროებში. როგორც შავი ზღვის მოსაზღვრე სახელმწიფოები, ჩვენ საერთო ინტერესი გვაქვს ამ რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ნატო-საქართველოს ფარგლებში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ჩვენი თავდაცვის ძალებს შორის პარტნიორობის განმტკიცებასა და რეგიონალური უსაფრთხოების გაძლიერებას უწყობს ხელს”, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა დანიელ პეტრესკუმ. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ბუქარესტში მის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან ერთად იმყოფებოდა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)