19:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 22:52:23, 750 ნახვა

კომენტარი
დიდი ბრიტანეთი და გერმანია - ხაზს ვუსვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას

„ხაზს ვუსვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ დოკუმენტში წერია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების, სტაბილურობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი და მხარს ვუჭერთ მრავალმხრივ თანამშრომლობას.

ვაგრძელებთ რეფორმების გატარების პროცესების მხარდაჭერას რეგიონის ექვსივე ქვეყანაში, საზოგადოებისათვის ხელშესახები შედეგების მისაღწევად და როგორც შიდა, ისე გარე დარტყმების მიმართ პარტნიორი ქვეყნების მდგრადობის გაზრდის მიზნით.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ რეფორმის მდგრადი განხორციელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის და კარგი მმართველობის კუთხით, ასევე ყურადღებას ვამახვილებთ აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის კლიმატის ცვლილებაზე.

სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში, ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად შესრულების აუცილებლობას.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტის საჭიროებას, როგორც ორი ერის დაახლოებისა და შერიგების ერთადერთ გზას“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics