12:28 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 11:58:34, 464 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ანტისახელმწიფოებრივი ძალები ცდილობენ პოლიციის დისკრედიტაციას, რასაც არ დავუშვებთ

სამწუხაროდ, გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის დისკრედიტაციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, დღეს პოლიცია პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებაა, რომლის მიზანმიმართული დისკრედიტაციაც დაუშვებელია.

„სამწუხაროდ, გარკვეული ანტისახელმფიწოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის და პოლიციელების საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რაც ყოვლად დაუშვებელია. სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ და ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას.

დღეს პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, დღეს ჩვენ გვყავს ძლიერი, გამართული, პროფესიონალი პოლიცია, ამისთვის მე კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, ჩვენ ვამაყობთ თქვენით. თქვენ გყავთ ღირსეული შინაგან საქმეთა მინისტრი. მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ პოლიციელს, გისურვებთ წარმატებას! ღმერთი იყოს თქვეი მფარველი!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics