15:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-14 10:41:20, 9654 ნახვა

სამხედრო
JTEC დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსს მასპინძლობს

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი მიმდინარეობს. სწავლებაში ქართველი, ამერიკელი, ლიეტუველი და უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ. მეცადინეობებს ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად ლიეტუველი ოფიცრები ატარებენ. ხუთდღიანი კურსი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგება. მონაწილეები პრაქტიკულ ნაწილს ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გადიან, სადაც დღეს ათეულის საბრძოლო ვარჯიშის ფარგლებში დანაღმული მავთულხლართიანი დაბრკოლების გარღვევის ოპერაცია შეასრულეს.

მეცადინეობას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დავით გაგუა და ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

პროგრამა მიზნად ისახავს დამკვირვებელ-მაკონტროლებელი სამხედროების მომზადებას ნატოს სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც საერთაშორისო სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას. სწავლების განმავლობაში მსმენელები იმ უნარ-ჩვევებს იძენენ, რომელიც მომავალში დაკვირვებისა და შეფასების პროცესში გამოადგებათ.

სწავლების დასრულების შემდეგ მსმენელები ქვედანაყოფებში წვრთნების დროს თანამებრძოლების შეფასებას, დაკვირვებასა და პროფესიულად მოქმედების შემდგომ მიმოხილვას განახორციელებენ. აღნიშნული კურსი მომავალშიც რეგულარულად ჩატარდება და უფრო მასშტაბური გახდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics