15:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 17:18:44, 620 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენთვის საამაყოა, რომ გვყავს ღირსეული და პროფესიონალი სამხედროები, რომლებიც მზად არიან დადგნენ ყველგან, სადაც ქვეყანას სჭირდება

„ჩვენთვის საამაყოა, რომ გვყავს ღირსეული და პროფესიონალი სამხედროები, რომლებიც მზად არიან დადგნენ ყველგან, სადაც ქვეყანას სჭირდება“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძეს დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

უწყების ხელმძღვანელმა კანონმდებლებს უწყებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სიტყვის დასაწყისში მან ხაზგასმით აღნიშნა შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით შედგა.

„ეს შეთანხმება გვაძლევს შესაძლებლობას პარლამენტის ფართო წარმომადგენლობით განვიხილოთ თავდაცვის უწყების პრიორიტეტები და პასუხი გავცეთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც თქვენ და საზოგადოებას გაინტერესებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

„თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება და კეთილდღეობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია. თავდაცვის ძალები სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა. მისი სიძლიერე და ეფექტურობა მაღალი მზადყოფნის, დაფასებულ და მოტივირებულ ჯარისკაცს ეფუძნება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

მან „მინისტრის საათის“ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აღნიშნული ფორმატი კარგად გამოხატავს დღევანდელი ხელისუფლების დემოკრატიულ პრინციპებს, რომელიც ეფუძნება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტსა და ეფექტურ საპარლამენტო კონტროლს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics