16:45 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-25 16:23:15, 805 ნახვა

სამხედრო
ოსიაურში ლოჯისტიკის დღე საზეიმოდ აღინიშნა

25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. ლოჯისტიკური უზრუნველყოფის  სარდლობამ პროფესიული დღე ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის განახლებულ ბაზაზე აღნიშნა.

პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა,  გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცეს.

სიტყვით მიმართვისას მათ ყურადღება ლოჯისტიკის გვარეობისა და საბრძოლო დანაყოფების სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემაც მიულოცა.

ღონისძიება დაჯილდოების  ცერემონიით გაგრძელდა.  რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი გადაეცა, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 20 და მეტი წელი უმწიკვლო სამსახურისთვის ორი სამხედრო მოსამსახურე მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დაჯილდოვდა. ლოჯისტიკოსების ნაწილმა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ პირველი, მეორე და მესამე ხარისხის მედლები მიიღეს. ღონისძიების დასასრულს სტუმრებს ინფრასტრუქტურის, ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია. 1992 წლის 25 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით „შეიარაღებისა და ტექნიკის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო“ და „ზურგის მთავარი სამმართველო“ ჩამოყალიბდა. ამ სტრუქტურებით ლოჯისტიკური ელემენტების დანერგვას  ჩაეყარა საფუძველი. 2013 წლის 4 დეკემბერს, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ლოჯისტიკის დღედ 25 აპრილი განისაზღვრა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics